პროექტის შესახებ






ოჯახური ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ ფორმას. იგი არის განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური შეურაცხყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე, მასზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს სოციალურ კეთილდღებაზე, ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე. ოჯახში ძალადობა ახდენს ადამიანთა უფლებას შელახვას, აქტიურად იყვნენ ჩართულნი იყვნენ სოციალურ ცხოვრებაში.
რა მიზეზები იწევევს ოჯახურ ძალადობას?
კულტურული:
გენდერზე დაფუძნებული სოციალიზაცია;
კულტურული ფორმულირებები, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სქესის როლს;
ურთიერთობებში წინასწარ განსაზღვრული როლები;
მოსაზრება, რომ ოჯახი არის მამაკაცის დაქვემდებარების ქვეშ არსებული კერძო სფერო;
ძალადობა _ კონფლიქტის გადაჭრის მიღებული მეთოდი.
ეკონომიკური:
ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე;
ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში დასაქმების ნაკლები პერსპექტივა;
განათლების მიღების ნაკლები პერსპექტივა.
სამართლებრივი:
ქალებში სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე;
ოჯახური ძალადობის სამართლებრივი განმარტება;
პოლიტიკური:
ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში, პოლიტიკასა და სამართალდამცავ ორგანოებში;
ოჯახური ძალადობის მიმართ არასათანადო მიდგომა;
მოსაზრება, რომ ოჯახი არის სახელმწიფო კონტროლის გარეთ არსებული კერძო სფერო;
ოჯახური ძალადობის რა ფორმები არსებობს?
ფიზიკური ძალადობა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნების დაუკკმაყოფილება, რაც იწვევს ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
სექსუალური ძალადობა: სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანის მიმართ
ფსიქოლოგიური ძალადობა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა, დაცინვა, ირონიული რეპლიკები, ცინიკური ან დამამცირებელი შენიშვნები, იზოლირება, ზიზღი, დაშინება, საჯარო შეურაცხყოფა. ზემოთაღნიშნული მოქმედებები ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას
ეკონომიკური ძალადობა: ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარებისთვის სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
სტრუქტურული ძალადობა: თავისი შინაარსით ახლოს დგას ეკონომიკურ ძალადობასთან და გულისხმობს თვალით უხილავი, შეუმჩნეველი დაბრკოლებების შექმნას ქალის პოტენციური შესაძლებლობებისა და ძირითადი უფლებების განხორციელებისადმი. ეს დაბრკოლებები ფესვგადგმულია და ყოველდღიურად აღმოცენდება თვით საზოგადოების არსიდან.
ინტელექტუალური ძალადობა: ესაა მოქმედება, რომელიც დაცინვითა და დასჯით შეურაცხყოფს და ანგრევს ქალის კულტურულ და რელიგიურ წარმოდგენებს ან აიძულებს მას შეიცვალოს ისინი.
ფაქტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ:
თქვენ არ ხართ ერთადერთი: კვლევები ადასტურებს, რომ ყოველი მეოთხე ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, მიუხედავად ასაკისა, რელიგიისა, სოციალური მდგომარეობისა. ხშირია შემთხვევები, როცა მსხვერპლი მამაკაცია.
თქვენ არ ხართ დამნაშავე: ოჯახურ ძალადობას ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანი ცდილობს დააშინოს ან მართოს სხვა. პასუხისმგებლობა მთლიანად გადადის მოძალადეზე.
თქვენ ვერ შეცვლით თქვენი მოძალადის ქცევას: არავითარი მნიშვნელობა არ ააქვს იმას, თუ როგორ მოექცევით თქვენს მოძალადეს მისი დამშვიდების მიზნით, ის ყველაფრის მიუხედავად მოძალადედ რჩება. ერთადერთი გზა თქვენი მოძალადისათვის, არის ის, რომ გაათვიცნობიეროს, რომ მას აქვსპ რობლემა და იპოვოს გზა მისი მოგვარებისთვის.
ძალადობის იგნორირება საშიშია: ძალადობა იშვიათად ხდება ერთხელ, მას განმეორებითი ხასიათია ქვს. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის შემდეგ მოძალადეები ითხოვენ პატიებას, იძლევიან დაპირებებს, რაც მსვერპლში სიბრალულს და პატიებას იწვევს. მაგრამ, ამ გზით ძალიან იშვიათად ხდება ძალადობის შეჩერება.
დაარღვიეთ სიჩუმე: ნუ შეინახავთ ძალადობას საიდუმლოდ. მიიღეთ დახმარება მისგან, ვისაც ენდობით. რაც მეტად ჩაკეტილი იქნებით, მით უფრო ძნელია სათანადო ღონისძიებების მიღება. ნუ იტანჯებით მარტო, ბევრს შეუძლია თქვენი დამხარება.
ძალადობისაგან დაცვის რა შესაძლებლობები არსებობს არსებული კანონმდებლობით?
ცალმხრივი დროებითი შემზღუდავი ორდერი:
შეიძლება გაიცეს მსხვერპლის განცხადების საფუძველზე.
არეგულირებს მოძალადის ურთიერთობას მეურვეობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან;
ატყობინებს მსხვერპლსა და მოძალადეს, რომ თუ მოძალადე დაარღვევს ორდერით გათვალისწინებულ პირობებს, იგი შეიძლება დაპატიმრებულ იქნას და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში;
აცნობებს მსხვერპლს, რომ მიუხედავად შემზღუდავი ორდერისა, რომელიც გაიცემა ოჯახური ძალადობის კანონმდებლობის ფარგლებში და სისხლის სამართლის დევნის განაცხადისა, მას შეუძლია აღძრას სამოქალაქო სამართლებრივი საქმე და მოითხოვოს გაყრა, ზარალის ანაზღაურება ან კომპენსაციის მიღება;
ცალმხრივი დროებითი შემზღუდავი ორდერი ძალაშია სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის ვადისა მისი გაცემის თარიღიდან.
ორდერისადმი დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სასამართლო დამცავი ორდერი:
მოთხოვნის უფლება აქვს მსხვეპლს, მის ნათესავს, სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც დახმარებას უწევს მსხვერპლს.
უკრძალავს მოპასუხეს შემდგომ ძალადობას მსხვეპლის, მისი ნათესავების, ან პირის მიმართ, რომელიც დახმარებას უწევს მსხვერპლს;
კრძალავს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ცალმხრივად განკარგვას;
აცნობებს მოსარჩელესა და მოპასუხეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე დაარღვევს ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ის შეიძლება დაპატიმრებულ იქნას და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
აცნობებს მოსარჩელეს, რომ მიუხედავად დამცავი ორდერისა, რომელიც გაიცემა ოჯახური ძალადობის კანონმდებლობის ფარგლებში მას შეუძლია მოსთხოვოს პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ბრალდებულის წინააღმდეგ;
უზრუნველყოფს საქმის მოსმენას დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა პირადი ინტერესების დაცვის მიზნით.
პროექტის თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა.
ბენეფიციართა მომსახურების პროცესი
სემინარები
,,სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის წესი. ოჯახური ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმები.”
პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონის 6 სამიზნე თემში ჩატარდა სემინარები.. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:ანასეული, მერია, ნატანები, დვაბზუ. ლანჩხაუთის მუნიციპალიტეტი ჯურუყვეთის. თემი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი კოხნარის თემი.სემინარის ძირითადი მიმართულებებია:
სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის აღკვეთისას
ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები
დამცავი და შემაკავებელი ორდერები
პოლიციის მოვალეობები.
აღნიშნულ სემინარებს, ექვისივე სამიზნე თემში, დაესწრო 120 ადგილობრივი მცხოვრები. სემინარებზე გამოვლინდა მაღალი სამოქალაქო ინტერესი აღნიშნული პრობლემის მიმართ. გაიცა იურიდიული კონსულტაციები.
პროექტი – ”მოდი დავარღვიოთ სიჩუმე”
20 05 2012
პროექტი – ”მოდი დავარღვიოთ სიჩუმე” მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას და მომსახურების სრული სერვის–პაკეტის შეთავაზებას, რაც გულისხმობს მათთვის უფასო იურიდიული, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური კონსულტაციების გაწევას. ცენტრი დაეხმარება მსხვრეპლს ინტეგრაციაში და უზრუნველყოფს, რომ მან საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფართო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის საკითხებზე და გაზრდის სხვადასხვა ინსტიტუტების დაინტერესებას ამ პრობლემის მოგვარებისათვის.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
პარტნიორები: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; გურიის მედიატორთა ასოციაცია.
ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2012 – 31.08.2013