RSS

პუბლიკაციები

ძალადობა ბავშვებზე

ძალადობა ბაშვებზე – ეს არის სასტიკი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ უფროსებისა და უფროსი ასაკის ბავშვების მხრიდან. მოძალადეები უმეტესად ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან, ისინი, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ხშირად ურთიერთობენ პატარები.

განასხვავებენ ბავშვებზე ძალადობის შემდეგ სახეებს:

• უგულებელყოფა
• ფსიქოლოგიური ძალადობა
• ფიზიკური ძალადობა
• სექსუალური ძალადობა

უგულებელყოფა – არის ბავშვის სიცოცხლის, განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი პირობები და ა.შ.) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის ან მეურვის მხრიდან.

უგულებელყოფის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი:
• ღარიბი ჰიგიენა
• სამედიცინო მომსახურების არარსებობა
• არააკურატული ვიზუალი
• თანმიმდევრულად შიმშილი
• გულჩათხრობილობა, ჩაკეტილობა

უგულებელყოფილ ბავშვთა ზოგიერთი ქცევა:
• საკვების მოთხოვნა
• ქურდობა
• ინტერესის არარსებობა
• პასიურობა ან აგრესიულობა
• უყურადღებობა სკოლაში
• იზოლირება
• დეპრესია

ფსიქოლოგიური ძალადობა

ფსიქოლოგიური ანუ ემოციური ძალადობა არის სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედება ბავშვზე; შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება; მუდმივი ნეგატიური ურთიერთობა; უარი სიყვარულსა და სითბოზე და ბავშვის ღირსების საბოლოო განადგურება.

ფსიქოლოგიური ძალადობის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი
• სტრესით გამოწვეული ფიზიკური პრობლემები
• არადამაკმაყოფილებელი საქმიანობასკოლაში
• თვითშეფასების დაბალი დონე
• დაბალი თვითდაჯერებულობა
• თვითმკვლელობის მცდელობა

ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ზოგიერთი ქცევა:
• დეპრესია
• მეტისმეტად პასიური ან აგრესიული
• ძილის პრობლემები
• განვითარების შენელებული ტემპი
ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა – ეს არის ქმედება ან უმოქმედობა მშობლებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ბავშვების მიმართ, რომლის შედეგადაც ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა ირღვევა და ემუქრება დაზიანების საფრთხე. ფიზიკური ძალადობა გულისმობს ნებისმიერ ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას.

ფიზიკური ძალადობის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი:

• გაუგებარი დაზიანებები სხეულზე
• დამწვრობა
• მოტეხილობა
• სხვა დაზიანებები
• დაზიანებათა დაფარვა

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ზოგიერთი ქცევა:

• შეშინებული ქცევები
• სახლში წასვლის შიში
• წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტისადმი
• ძალადობა სხვის მიმართ
• უარის თქმა სამიდიცინო დამხარებაზე
• დეპრესია

სექსუალური ძალადობა

სექსუალურ ძალადობას მიეკუთვნება ნებისმიერი ისეთი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით.

სექსუალურიძალადობის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი:
• გაუგებარი დაზიანებები სხეულზე
• სტრესი
• ინფექციები
• სექსუალური გზით გადამდები დაავადებები
• მადის დაკარგვა
• კოშმარი

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ზოგიერთი ქცევა:
• სხვადასხვაგვარი სექსუალური ქცევები
• წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტისადმი
• შიში
• თვითგანადგურება და სუიციდი
• დეპრესია
რჩევები მშობლებს
თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ განიცდის ძალადობას, აუცილებლად:
• დაუჯერეთ მას – ის არ იცრუებს გადატანილი ძალადობის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ამის შესახებ ყვება ძალიან ემოციურად.
• არ განსაჯოთ ის – ძალადობა ხომ სხვა ადამიანმა ჩაიდინა, თქვენი ბავშვი კი დაზარალებულია.
• ყურადღებით, მშვიდად და მოთმინებით მოუსმინეთ მას, რათა აჩვენოთ, რომ ძალიან კარგად გესმით მისი.
• არ გააძლიეროთ მისი ტკივილი – პირიქით, უთხარით რომ “არაფერი საშინელება არ მომხდარა, ყველაფერი კარგად იქნება”.
• არ უარყოთ ის – თუ მან თქვენ მოგმართათ და თქვენგან საპასუხოდ მიიღებს განკითხვას, განრისხებას, შიშს, ამან შედეგად შეიძლება იმაზე მეტი ტკივილი გამოიწვიოს, ვიდრე თვითონ ძალადობამ.
რას განიცდიან ბავშვები იმ ოჯახებიდან, სადაც ადგილი აქვს ძალადობას:

შიში
ბავშვები იმ ოჯახებიდან, სადაც ადგილი აქვს ძალადობას, განიცდიან შიშის გრძნობას. ეს შიში შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით: დეპრესიული მდგომარეობით დაწყებული ღიად გამოხატული ძალადობით დამთავრებული.

ქცევის შინაგანი გამოხატულება
სახლი, სადაც ძალადობაა, გაუთვიცნობიერებლად, საშიში ადგილი ხდება ბავშვისთვის. მისთვის ძნელია განსაზღვროს, როდის ექნება ადგილი ძალადობას და რამდენა ძლიერი იქნება იგი. შედეგად ბავშვი ხდება ძალიან პასიური ან აგრესიული.

გრძნობების ვერბალურად გამოხატვის უნარის სისუსტე
ბავშვები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ძალადობა – არის მეთოდი, რითაც “უფროსები” ახდენენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას. შესაბამისად, ბავშვებმა არ იციან, როგორ უნდა გამოხატონ თავიანთი ემოციები და გრძნობები ვერბალურად და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ძალადობის ფორმით უნდა გამოიხატოს.

მშობლების დავაში ჩარევა
ბევრი ბავში ერთვება მშობლებს შორის ბრძოლაში. მათ სურვილი აქვთ შეაჩერონ ძალადობა და კონფლიქტი, რასაც მუდმივად ადევნებენ თვალს საკუთარ ოჯახში. ისინი დამნაშავედ მიიჩნევენ თავს ოჯახში პრობლემების არსებობის გამო და შედეგად, ძალიან უჭირთ ერთმანეთისაგან გამოყონ საკუთარი და მშობელბის პიროვნული ინდივიდუალურობა.

დედის დაცვა
ხშირად ბავში ერევა ოჯახურ კონფლიქტში, რათა დაიცვას თავისი დედა ძალდობისაგან. ბავში განიცდის მრისხანებას და ზიზღს მოძალადის მიმართ, იმის გამო, რომ ის ტკივილს აყენებს დედას. ზოგიერთი ბავშის აღშფოთებას იწვევს დედის უუნარობა და ძალადობასთან შეგუება.

იმედგაცრუება
ოჯახში, სადაც ძალადობაა, მუდმივად არის სტრესი და დაძაბულობა. შედეგად ბავშვები არიან იმედგაცრუებულნი, დაძაბულნი, კარგავენ წონასწორობას უმნიშვნელო პრობლებემის დროსაც კი.

უსარგებლობის გრძნობა
როცა მშობელი დიდ ძალას და ენერგიას ურთიერთშორის არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე ხარჯავენ, მათ ძალიან ცოტა დრო და ენერგია რჩებათ ბავშვებისადმი გულითადი და მზრუნველობითი დამოკიდებულებისათვის. ეს ბავშვში იწვევს მარტოობის და დაუცველობის გრძნობას. მიაჩნია, რომ არავის არ სჭირდება, არ წარმაოდგენს მნიშვნელოვან ადამიანს, რომ იმსახურებდეს ყურადღებას და ზრუნვას.

ოჯახში ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა. იგი ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს.

წლების განმავლობაში ოჯახი დამოუკიდებელ, ხელშეუხებელ ელემენტად ითვლებოდა. ძალადობა ოჯახში აღიქმებოდა ამ ოჯახის საქმედ და ჩარევას ყველა ერიდებოდა. სახელმწიფო ოფიციალური სტრუქტურები თავს იკავებდნენ შეხებოდნენ ამ სფეროს, კანონით დაერეგულირებინათ და აღმოეფხვრათ ძალადობა ოჯახში. სიმწვავის მიუხედავად პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული. საზოგადოება თვლიდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემები ოჯახში უნდა გაირჩეს და სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს. საზოგადოების ამგვარი მენტალიტეტი განაპირობებს იმას, რომ ხშირად მსხვერპლი ძალადობის პირისპირ მარტო რჩება.
დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, რომ ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახის წევრებს არ ეხებათ და ძალადობა აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. შესაბამისად, ბევრმა სახელმწიფომ ამ პრობლემის სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად სპეციალური კანონმდებლობა შექმნა ან უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა.
საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებს.
ოჯახში ძალადობის დეფინიცია
კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის ცნებას, კერძოდ, `ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით”. აღნიშნული ჩანაწერით საქართველოს კანონმდებლობაში პირველად მოხდა ოჯახში ძალადობის დეფინიცია, რითაც მომზადდა იურიდიული საფუძველი დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოსაცემად.

ძალადობის ფორმები
კანონმა ხუთი სახის ძალადობის ფორმა შემოიტანა:
ფიზიკური ძალადობა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს;
ეკონომიკური ძალადობა: ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვას;
სექსუალური ძალადობა: სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანის მიმართ;
იძულება: ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ანდა რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

მსხვერპლი და მოძალადე
საქართველოს კანონის მიხედვით, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს.
მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვეპრლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა).
კანონი განსაზღვრავს ასევე სავარაუდო მსხვერპლის ცნებას. კერძოდ, ეს არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

ოჯახის წევრის ცნება
მხოლოდ და მხოლოდ კანონის მიზნებისათვის, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

მსხვერპლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმები
სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონიც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადესათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, დამცავ და შემაკავებელ ორდერებს იყენებს.
დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც, გამოცემიდან კანონით დადგენილი დროის, 24 საათის, განმავლობაში, დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ, ფაქტზე რეაგირების დროს გამოსცემს და იგი 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. სასამართლო წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს მისი დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
რაც შეეხება დამცავ ორდერს, მას გამოსცემს სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით და მისი მპოქმედების კონკრეტულ ვადას სასამართლო განსაზღვრავს.
კანონის თანახმად, დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება აქვს არა მარტო მსხვერპლს, არამედ აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ეს უფლება ენიჭება ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
დამცავი ან შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ოჯახში ძალადობის შემთხვევები მხოლოდ სპეციალური კანონით (`ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”) არ რეგულირდება; ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება ასევე სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებიც, კერძოდ:
სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად.
სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი;
ამჟამად საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილია კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 126-1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს და აყალიბებს ოჯახში ძალადობას, როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას.
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადექვატური სანქციების განსაზღვრა იმის გათვალისიწნებით, თუ რა გარემოში და პირობებშია იგი ჩადენილი.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შემადგენლობა სხვადასხვა დანაშაულების სახით გვხვდება სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში, თუმცა მისი ერთი მუხლის სახით სისტემატიზება ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დანაშაულზე ადექვატურ და სამართლიან რეაგირებას.

ოჯახში ძალადობის გავლენა არასრულწლოვნებზე და და ოჯახში ძალადობისაგან მათი დაცვის მექანიზმები
ოჯახებში, სადაც ძალადობაა, ბავშვებიც, მიუხედავად იმისა, მათზე უშუალოდ ხორციელდება თუ არა ფიზიკური ზეწოლა, ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ასეთ შემთხვევაში ემოციური ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ფაქტობრივად, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ ტრავმას უტოლდება.
ოჯახში ძალადობა ხშირად გადაეცემა თაობიდან თაობას. თუ ვაჟი ხედავს, როგორ სცემს მამა დედას, ზრდასრულობის ასაკში თავადაც საკუთარ ოჯახში ასე იქცევა, რადგანაც მისთვის ძალადობა კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალებაა ან აღიქვამს, მას როგორც ვაჟკაცობისა და მამაკაცურობის გამოვლინებას. გოგონები კი, რომლებიც ხედავენ დედების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, საკუთარ ოჯახშიც ეგუებიან ძალადობას.
დადგენილია, რომ ბავშვების 90% აცნობიერებს ოჯახში არსებულ ძალადობას; ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ძალადობრივ ოჯახში, ხშირად მეტყველების, გონებრივი განვითარების, სმენისა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. მათ უჭირთ საკითხზე კონცენტრირება, თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება;
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი არასრულწლოვნის ძალადობისაგან დაცვის მიზნით ითვალისწინებს მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების შესაძლებლობას. კერძოდ, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გარდა ამისა, არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს თავად მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი და საქმეში აუცილებლად ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. ხოლო თუკი არსებობს არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების საფრთხე, მოძალადე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება საერთოდ აეკრძალოს შვილის მონახულება.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და შრომითი გარანტიები
ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის, მისი ოჯახის წევრის ან მსხვერპლის თანხმობით იმ პირის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც მას სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მის გადაყვანას თავშესაფარში.
თავშესაფარი გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელს ან დროებითი განთავსების ადგილს, რომელიც მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებასა და დაცვის ღონისძიებებს ემსახურება. დღეს საქართველოში 2 სახელმწიფო თავშესაფარი გვაქვს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებული თავშესაფრები მსხვერპლთა დახმარებასა და რეაბილიტაციას დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოფენ.
თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით. ვადის ამოწურვის შემდეგ მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის მიზნით შექმნილია ე.წ. კრიზისული ცენტრები, რომლებიც წარმოადგენს ძალადობის სავარუდო მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე ან სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, თუ იგი არ გამოთქვამს თავშესაფარში ცხოვრების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, ასევე სამედიცინო და სამართლებრივ დახმარებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე.

მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები
ოჯახში ძალადობის საბოლოოდ აღმოფხვრისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მსხვერპლის დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, არამედ თავად მოძალადის რეაბილიტაციაზე ზრუნვას. 2015 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას და გაჯანსაღებას, ცალკეული მავნე ჩვევებისაგან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას) პირის განკურნებას და რეაბილიტაციას. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

პოლიციის როლი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისას
პოლიციას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კუთხით. სამსახურეობრივი მოვალეობის აღსრულების პროცესში პირველად სწორედ პოლიციელები ხვდებიან ოჯახში ძალადობის ფაქტებს. უკვე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მათ ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევება, მოძალადის მიმართ კანონით გათვალისწინებული ადეკვატური, შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება უწევთ.
პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, შეტყობინებისთანავე გამოცხადდეს შემთხვევის ადგილას და უშუალოდ ჩაერიოს ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში, განაცალკევოს მოძალადე და მსხვერპლი, დაკითხოს ორივე, ასევე კონფლიქტის შემსწრე პირები (მოწმეები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც), გაარკვიოს რეალურად ვინ არის მოძალადე და ვინ _ მსხვერპლი. მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელმა ინფორმაცია მიწოდოს მსხვერპლს მისი უფლებების შესახებ. ასევე მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში მან უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ან თავშესაფარში.
აუცილებელია ასევე იმ პირთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაც, რომლებმაც პოლიციას ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაცია ამ პირების შესახებ კონფიდენციალური უნდა იყოს და მესამე პირისთვის, მათ შორის, მოძალადისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს, რადგან, შესაძლებელია, ისიც ძალადობის მსხვერპლი გახდეს: საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პოლიციამ ვალდებულია უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ.

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელისშემშლელი ფაქტორები
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიღება შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა:
 კანონის მიღებამდე ოჯახში ძალადობის გამოვლინების შემთხვევაში გამოიყენებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები, რადგან ოჯახში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები სსკ-ის ფორმულირებიდან გამომდინარე, განიხილებოდა კერძო ბრალდების საქმედ, მსხვერპლის მიერ შედგენილ განაცხადს (საჩივარს) მოძალადის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უმეტესად თავად მსხვერპლი უარყოფდა. სისხლის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი ნაკლებად დროული, ნაკლებად მოქნილი, არაადეკვატური და არაპრევენციული იყო.
 პოლიცია ოჯახში ჩადენილ ძალადობრივ ქმედებას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა და მხოლოდ ისეთ შემთხევებში რეაგირებდა, როდესაც ოჯახში ჩადენილი ძალადობა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფორმით ან მკვლელობით იყო გამოხატული.
 ადამიანებს არ შეეძლოთ პოლიციის უმოქმედობისა და პასიური პოზიციის გამო მოძალადისაგან თავი დაეცვათ, როგორც ძალადობის ჩადენის დროს, ისე ძალადობის ჩადენის შემდეგ.
 არ არსებობდა კანონისმიერი მექანიზმი, რომელიც მოძალადისაგან ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფდა.
 ოჯახში ძალადობისას პოლიციის ჩაურევლობა გამოწვეული იყო: მოქალაქეთა მხრიდან საჩივარზე უარის თქმით, ძალდატანებითი მოჩვენებითი შერიგებით. ასევე საზოგადოების მხრიდან მცდარი წარმოდგენებით, რომლებიც ოჯახურ ძალადობას საზოგადოების პრობლემად კი არა, კონკრეტული ოჯახის პრობლემად აღიქვამდა.
ამ და სხვა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ მოძალადეებს ჩამოუყალიბდათ დაუსჯელობისა და უდანაშაულობის განცდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობა, ოჯახში თუ მის გარეთ საზოგადოებრივად საშიში ქმედებაა და უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახის თითოეული წევრის ნორმალურ განვითარებაზე.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.
ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და არ არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დახმარების დროული და ეფექტური აღმოჩენის სისტემის შექმნა ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა და რეალობა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია, რადგან ძალადობის მსხვერპლნი სამართალდამცავებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ასახულია 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი.

შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 887, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს89-ს.  შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (904 ქალი) ხდებიან, ვიდრე მამაკაცები (117 კაცი).

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44-წლამდე ქალები არიან, ასევე, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა  თბილისი  (632  ფაქტი),  მეორეზე  – აჭარა  (84).

ოფიციალური სტატისტიკით, ოჯახში ძალადობის ფორმებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობა და ა.შ.

„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კოორდინატორ ელისო ამირეჯიბის თქმით, ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობენ, შესაბამისად, სანამ ისინი პოლიციას არ მიმართავენ, მანამდე სამართალდამცავები სიტუაციაში ვერ ჩაერევიან. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოწერა შეუძლია, რაც გულისხმობს, რომ მოძალადეს მსხვერპლთან მიკარება გარკვეული დროის მანძილზე შეეზღუდება.

„როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლნი ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობა ხდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ნორმალური, ტრადიციული ქცევები. ისინი ძირითადად ასეთ ოჯახებში არიან გაზრდილები, ამიტომ ძალადობას რთულად არქმევენ მსგავს ქმედებას. ძალიან რთულია, ძალადობა დაარქვა შენს ცხოვრებას და გააცნობიერო, რომ ხარ მსხვერპლი,“ – მიიჩნევს ელისო ამირეჯიბი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოჯახში ძალადობის ფორმა – გაუპატიურება მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა. ელისო ამირეჯიბი აღნიშნულს არარეალურად მიიჩნევს. მისი თქმით, ოჯახში ძალადობის ქალ მსხვერპლთა უმრავლესობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლიცაა, სტატისტიკის მსგავს დაბალ მაჩვენებელს კი ერთადერთი ახსნა აქვს: პოლიცია გაუპატიურების მხოლოდ იმ ფაქტებს აღრიცხავს, რომელზეც გამოძიება დაიწყო.

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა არის გაუპატიურებული, რადგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობის შემდეგ სექსუალური ურთიერთობა ძალადობას არ ნიშნავს?  თან ქალები ამას გაუპატიურებას არ არქმევენ და ამას ცოლქმრული მოვალეობის შესრულებად მიიჩნევენ,” – განმარტავს ელისო ამირე

ართული ტრადიციული სამართალი და ევროპულ კანონმდებლობასთან და გამოცდილებასთან შედარება.

ქართული საოჯახო ტრადიციული სამართლის ძირითადი წყარო გახლავთ საეკლესიო სამართალი, რომლის მიხედვთ საოჯახო იერარქიაში პირველ ადგილზე დგას მამაკაცი.მოცემილ შემთხვევაში შესაძლებელია ვიხმაროთ ტერმინი ,,ოჯახის უფროსი”. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კულტურულმა და სამართლებრივმა გარემომ ბევრი რამ შეცვალა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ოჯახური იერარქია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტრადიციულ საოჯახო ურთიერთობებში.

სტატისტიკა

ოჯახში ძალადობის შესახებ ზუსტი სტატისტიკის მოპოვება, ამ პრობლემის სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ნებისმიერ ქვეყანაში ჭირს, მით უმეტეს, ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში,  რომელმაც ოჯახში ძალადობაზე საჯაროდ საუბარი და ამ პრობლემის გაცნობიერება სულ რამდენიმე წელია დაიწყო. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის UNFPA-ს მიერ ახლახან დასრულებული “ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ეროვნული კვლევის” მიხედვით საკმაოდ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი სურათი იხატება – გამოკითხულ ქალთა 35.9%  აცხადებს, რომ  მას  მეუღლე ან პარტნიორი აკონტროლებს, და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, – ქალების  34.1%  თვლს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს პარლამენტმა საკმაოდ მწვავე დაბატების შემდეგ 2006 წელს მიიღო.  2010 წლის გაზაფხულზე კი – კანონი ”გენდერული თანასწორობის შესახებ”.  ეს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს სქესთა შორის თანასწოროების დაცვას, ოჯახში ძალადობის მსხვეპლზე ზრუნვას და მოძალადეების დასჯას ავალდებულებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კანონების მიღება არ მომხდარა ჩვენი საზოგადოების ჩართულობის, ბრძოლისა  და მოთხოვნის შემდეგ,  არამედ იმ ვალდებულებებით იყო განპირობებული, რაც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აქვს აღებული. ამიტომაც, სახელმწიფოს, საერთაშორისო  და ადგილობრივ არასმთავრობო ორგანიზაციებს არა მხოლოდ კანონმდებლობის აღსრულებისთვის უწევთ მუშაობა, არამედ იმისთვისაც, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს – რა მწვავე და მტკივნეული პრობლემის წინაშე დგას.

ოჯახური ძალადობა საქართველოში

ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. იგი არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს. ისინი ყველაფრით ეხმარებიან მსხვერპლს, ვინც იურიდიულ დახმარებას საჭიროებს, აგზავნიან შესაბამის დაწესებულებაში. ეს იმიტომ, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს სასამართლოს მიმართოს, ან უბრალოდ არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მას მოძალადისგან დაიცავს. ძალადობა უმეტესწილად ღარიბ ოჯახებში იჩენს თავს, რასაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც უწყობს ხელს. მშობლების დავა და ერთმანეთის ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვის ფსიქოლოგიაზეც აისახება. მას თავისი აგრესია დედმამიშვილზე, ცხოველზე ან თანატოლ მეგობარზე გადააქვს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, ხოლო მოძალადეები – მამაკაცები. ოჯახური ძალადობის ობიექტი შეიძლება ხანდაზმული მშობელი ან მამაკაციც გახდეს: ”თითქმის ყველა მოძალადე მსხვერპლიც არის ამავედროს, და თითქმის ყველა მსხვერპლი მოძალადეა. ვთქვათ, მამაკაცი ძალადობს ცოლზე, ცოლი შემდეგ ბავშვზე იძალადებს, ბავშვი კიდევ უმცროს დედმამიშვილზე, ან თუ არ ჰყავს, ცხოველზე ან თანატოლზე. მსხვერპლი მამაკაცები უფრო ხშირად მოხუცები არიან. არამოხუც მამაკაცებზე თუ ვილაპარაკებთ, სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობა ქალის მხრიდან, მაგალითად არიან ქალები, რომლებიც ქმრებს წაუძახებენ, რომ არაფრის მაქნისი არა ხარ და ა.შ.” ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე ამბობს, რომ ძალადობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ავნოს: ”ფსიქოლოგიური აშლილობების გარდა, მსხვერპლს შესაძლოა სომატური დაავადებებიც დაემართოს. მაგალითად, კუჭის დაავადება, ასევე, კანის დაავადება, ნერვული აშლილობები და ძილის დარღვევა. ამას გარდა, მათ ეკარგებათ საკუთარი თავის თვითშეფასება. მათი მე-კონცეფცია არის უარყოფითი”. საქართველოში კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2006 წელს მიიღეს. ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ეს კანონი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.

ოჯახური ძალადობის ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში

ოჯახური ძალადობის სტატისტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემაშფოთებელია. აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ორი ათასზე მეტი ადამიანი მოკლულია ოჯახის წევრის ან უახლოესი პარტნიორის მიერ და ეს ტენდენცია წლების მანძილზე უცვლელი რჩება. ქართულ რეალობაში ოჯახური ძალადობის თემა, მართალია, აქტუალურია, თუმცა ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს სასამართლოს მიმართოს ან უბრალოდ, არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მათ მოძალადისგან დაიცავს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კა­ნო­ნი “ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კ­ვე­თის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა დაც­ვის და დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ” რამ­დე­ნი­მე წე­ლია ძა­ლა­ში შე­ვი­და, თუმ­ცა მი­სი არ­სე­ბო­ბა ბევ­რ­მა არც იცის. არა­და, რო­გორც ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა არც თუ იშ­ვი­ა­თია სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს თე­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და დღე­საც ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, ხო­ლო მო­ძა­ლა­დე­ე­ბი – მა­მა­კა­ცე­ბი. თუმ­ცა, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ობი­ექ­ტი, შე­იძ­ლე­ბა იყოს ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რი, მათ შო­რის ხან­დაზ­მუ­ლი მშობ­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბიც. მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ქვეყ­ნებ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა­ვენ. თუ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ამ სა­კითხებს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არე­გუ­ლი­რებს, რიგ ქვეყ­ნებ­ში იგი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თ­ლის და­ვის სა­გა­ნია. ზო­გან კი და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, ეს სფე­რო სა­მო­ქა­ლა­ქო თუ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის ნორ­მე­ბით და­რე­გუ­ლირ­დეს. თუმ­ცა, დღემ­დე გა­და­უჭ­რე­ლია პრობ­ლე­მა, ჩა­ით­ვა­ლოს თუ არა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ორ პირს შო­რის არ­სე­ბულ კერ­ძო სა­კითხად, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს თე­რა­პი­ა­სა და არა ჩა­რე­ვას. რად­გან, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, მე­ტად რთუ­ლია ზღვა­რის გავ­ლე­ბა, სად მთავ­რ­დე­ბა “პი­რა­დი საქ­მე” და სად იწყე­ბა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც დას­ჯას უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს. კა­ნო­ნით, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მსხვერ­პ­ლის დაც­ვის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გა­მოს­ცემს. აქ­ტი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად სა­სა­მარ­თ­ლოს წა­რედ­გი­ნე­ბა. სა­სა­მარ­თ­ლო წარ­დ­გე­ნი­დან 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს ორ­დე­რის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კითხს და იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­სი დამ­ტ­კი­ცე­ბის ან უარის თქმის შე­სა­ხებ. დამ­ცა­ვი ორ­დე­რი გა­მო­ი­ცე­მა სა­მი თვით და მი­სი ვა­დის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ან შემ­ცი­რე­ბის სა­კითხს სა­სა­მარ­თ­ლო გან­საზღ­ვ­რავს. ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის მოთხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს მსხვერპლს, აგ­რეთ­ვე მი­სი ოჯა­ხის წევრს ან მსხვერ­პ­ლის თან­ხ­მო­ბით პირს, რო­მე­ლიც მსხვერპლს სა­მე­დი­ცი­ნო, იური­დი­ულ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას უწევს, ხო­ლო ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­ვე მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მო­ძა­ლა­დე არ აღას­რუ­ლებს დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბით დად­გე­ნილ ნორ­მებს, მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა, გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში გან­მე­ო­რე­ბით დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, შე­საძ­ლოა, იგი პა­ტიმ­რო­ბა­შიც აღ­მოჩ­ნ­დეს. თუმ­ცა, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს მი­მარ­თავს, მაგ­რამ ცო­ტა ხნის შემ­დეგ, და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბის მოხ­ს­ნას თვი­თონ­ვე ითხოვს. კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ და­არ­ს­და მსხვერ­პ­ლ­თა თავ­შე­საფ­რე­ბი, მათ შო­რის ”ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ფონ­დი”, სა­დაც მოქმედებს ეროვ­ნუ­ლი ცხე­ლი ხა­ზიც, რომ­ლის ნო­მე­რია -2 309-903. ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა 85-90 პრო­ცენ­ტი ქა­ლია. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლა­დო­ბის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და კონ­ტ­რო­ლია. მო­ძა­ლა­დე მსხვერ­პ­ლის მი­მართ გარ­და ფი­ზი­კუ­რი­სა, ხში­რად იყე­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას.


 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: