RSS

Monthly Archives: მაისი 2012

პროექტი – ”მოდი დავარღვიოთ სიჩუმე”

 

განხორციელების პერიოდი: 01.01.2012-31.08.2013 

მხარდამჭერი ორგანიზაცია: ევროკავშირი

პროექტი ხორციელდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე.

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას და მომსახურების სრული სერვის-პაკეტის შეთავაზებას, რაც გულისხმობს მათთვის უფასო იურიდიული, ფსიქოლოგიური და ეკონომუკური კონსულტაციების გაწევას.ცენტრი დაეხმარება მსხვერპლს ინტეგრაციაში და უზრუნველყოფს, რომ მან საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი 

პროექტის ფარგლებში შექმნილი სარეაბილიტაციო ცენტრი ერთადერთი იქნება გურიის რეგიონში, შესაბამისად, იგი გათვლილია მთელი რეგიონის მოსახლეობისათვის და მომსახურებას გაუწევს გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს.

სპეციფიური მიზნები: 

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმის გამოყენების ხეშეწყობა;
  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო/ადექვატური სერვის–პაკეტის შექმნა;
  • ადექვატური სზოგადოებრივი აზრის ჩამოალიბების ხელშეწყობა ოჯახური ძალადობის საკითხებზე;
  • ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” კანონის აღსრულებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა. 
პროექტით დაგეგმილი მიზნებისა და ამოცანების მიღწევისათვის დაგეგმიის შემდეგი საქმიანობების განხორციელება:
 თითოეულ სამიზნე თემში მოხალისეთა ჯგუფების შექმნა:
 – კვლევის ჩატარება;
 – მონაცემთა ბაზის წარმოება;
 – საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
 – სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა;
 – საინფორმაციო სესიების განხორციელება;
 – გასვლითი კონსულტაციების ორგანიზება;
 – მრგვალი მაგიდების მომწყობა;
 – რეკომენდაციების შემუშავება;
 – პოსტ–სარეაბილიტაციო პერიოდის წარმართვა;
 – ასოციაციის ჩამოყალიბება. 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა

DSCN4463 DSCN4470 DSCN4474 DSCN4477 SAM_4945 SAM_4946 SAM_4950 SAM_4960

 

 

 
%(count)s კომენტარი

Posted by on მაისი 20, 2012 დუიმი Uncategorized