RSS

GABC

გურიის აგრობიზნესცენტრი ჩამოყალიბდა ევროგაერთიანება TACIS-ის მიერ განხორციელებული “ბიზნესსაკონსულტაციო და სასწავლო ცენტრების პროგრამის” ფარგლებში. ამ მიზნით, ქ. ოზურგეთში დაარსებულ აგრობიზნესის მენეჯმენტისა და ფინანსების სასწავლო ცენტრში 1 წლის განმავლობაში უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები აწარმოებდნენ მსმენელთა სწავლებას აგრობიზნესის საკითხებში. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ 1999 წლის 9 ივლისს დაფუძნდა გურიის აგრობიზნესცენტრი, როგორც არაკომერციული, საზოგადოებრივი ორგანიზაცია.გურიის აგრობიზნესცენტრის მისიაა სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში.

აღნიშნული მისიის მისაღწევად, ორგანიზაციის მიზნებია:

  • სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მოდერნიზება აგრობიზნესცენტრის სპეციალისტების ცოდნისა და კონტაქტების გამოყენებით;
  • ბიზნეს საზოგადოებისათვის ბიზნეს-ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება;
  • აგრარული საზოგადოებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტრენინგების ორგანიზება და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა მეცნიერული მიღწევების დანერგვის მიზნით;
  • აგრობიზნესის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა რეგიონის ბიზნესსექტორში;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველი და უცხოელი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების მოძიება, მათი პარტნიორობის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • კერძო ფერმერთა და აგრობიზნესმეწარმეთა დაკავშირება სხვადასხვა საფინანსო – საკრედიტო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ კრედიტის მომწოდებლებთან;
  • მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სტიმულირება იმ უნარჩვევების და გამოცდილების მისაღებად, რათა მომავალში აწარმოონ ჯანსაღი ბიზნესი და იცხოვრონ აქტიური მოქალაქის ცხოვრებით;
  • ბიზნესორგანიზაციებისა და ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბება და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, ფერმერთა და მეწარმეთა ერთობლივი საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
  • მთავრობასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმის დანერგვა და საზოგადოების ფართო მასების ჩართვა რეგიონის, რაიონის, თემის სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • დროებით უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა;

კერძო სექტორის საინფორმაციო ბაზით უზრუნველყოფა. ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით – მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE, IOCC, CARITAC international, CHF, IESC.

             http://www.gabc.ge/index.php
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: